+995 790 192020 +995 598 086178

ოფისი: აბუსერიძე-ტბელის ქ. 13, ქ. თბილისი.

შესვლა რეგისტრაცია

შესვლა

რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

იმეილი არასწორია


დისპენსერები

ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციისა და პროფესიონალური საწმენდი საშუალებების ხარჯვის ოპტიმიზაციის მიზნით K&D Group თავის მომხმარებლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს შესაბამისი დისპენსერების მონტაჟს. ამ კუთხით ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს დისპენსერების მწარმოებელ ისეთ აღიარებულ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: San Jamar, Vialli, Dayco, Palex და ა.შ., რომლებიც სთავაზობენ ჩვენს მომხმარებელს ყველა ტიპისა და კონფიგურაციის გარემოზე მორგებულ აპარატებსა და ინვენტარს.

დისპენსერებს K&D Group გადასცემს თავის მომხმარებლებს ე.წ. დროებით მფლობელობაში, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, ხოლო, საკუთრების უფლებას მათზე იტოვებს კომპანია. 

დღეისათვის, კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს შემდეგი ტიპის ე.წ. მყარი დარტყმის საწინააღმდეგო ABS პლასმასისა და მეტალის, ასევე ქრომირებულ დისპენსერებს: ტ/ქაღალდის მინი ჯამბოსა და ჯამბოს დისპენსერები, ცენტრიდან გამოსაქაჩი ტ/ქაღალდის დისპენსერები (Smart), ზეტისებრი (დაკეცილი) პირსახოცი ქაღალდის დისპენსერები, სენსორული (En-motion) ქაღალდის რულონის დისპენსერები, ქვევიდან გამოსაქაჩი ხელსაწმენდი რულონის დისპენსერები, მექანიკური ხელსაწმენდი რულონის დისპენსერები (ე.წ. Autocut), ინდუსტრიული გამოყენების ქაღალდის დიდი რულონის დისპენსერები, მაგიდის ხელსახოცი ქაღალდის დისპენსერები (ვერტიკალური და ჰორიზონტალური, ასევე კედელზე მონტაჟის ოფციით), სამედიცინო ზეწრის დისპენსერები, ჰაერის არომატიზატორის ავტ. დისპენსერები, დიდი მასშტაბის ფართების პროგრამირებადი ჰაერის არომატიზატორების დისპენსერები, თხევადი საპნის, ხელის ქაფისა და ხელის სანიტაიზერის დისპენსერები (500 მლ., 800 მლ., 900 მლ., 1.000 მლ. და 1300 მლ.), ჭურჭლის სარეცხი ჟელეს დისპენსერები (ე.წ. პომპები) და სხვა. 

დისპენსერების შერჩევის დროს პროცესში ერთვება K&D Group-ის ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც პარტნიორი ობიექტის მენეჯმენტთან ერთად არჩევს კონკრეტულ გარემოსა და ინტერიერზე მორგებულ დისპენსერების სერიას, რომელიც როგორც ვიზუალური ისე ხარისხობრივი კუთხით უნდა პასუხობდეს ორივე მხარის მოლოდინს, უზრუნველყოს ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაცია და მეტი დანაზოგი.

მწყობრიდან გამოსული დისპენსერების ტექნიკურ სერვისს, შეკეთებასა და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლას ასევე ახორციელებს K&D Group უფასოდ. 

დისპენსერების მონტაჟისა და ტექ. სერვისის საკითხებზე გთხოვთ დარეკოთ შემდეგი ტელ. ნომრებზე: 790 192020 (მაგთი პიქსი) და 593 080808.