+995 790 192020 +995 598 086178

ოფისი: აბუსერიძე-ტბელის ქ. 13, ქ. თბილისი.

შესვლა რეგისტრაცია

შესვლა

რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

იმეილი არასწორია

დისტრიბუციის პროცესი 

 

K&D Group-ის პროდუქციის დისტრიბუცია ქ. თბილისში და მის ფარგლებს გარეთ ხორციელდება ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ამისთვის განკუთვნილი შესაბამისი სატვირთო ავტომანქანებით. დღეისათვის, კომპანიის მფლობელობაშია ახალი სერიის  3 ერთეული Ford Transit-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დროულ და უსაფრთხო მიტანას ჩვენს მომხმარებლამდე.

ავტომანქანებს მართავენ მაღალი კვალიფიკაციისა და შესაბამისი კატეგორიის მქონე მძოლები, რომლებიც კომპანიის ლოგისტიკური დეპარტამენტის გრაფიკის შესაბამისად ყოველ საღამოს ათანხმებენ უმოკლეს მარშრუტს მომხმარებლამდე და მეორე დღეს დილიდან ახდენენ საქონლის ტრანსპორტირებას. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ  დავზოგოთ დრო და პროდუქციის დისტრიბუცია მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში.

K&D Group-ის ავტოპარკი აღჭურვილია შესაბამისი კონფიგურაციის მქონე GPS სისტემებით, რაც უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის სრულფასოვან კონტროლს, მონიტორინგს სატელიტის მეშვეობით და საქონლის უსაფრთხო გადაადგილებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 

შეკვეთების მიღება ხორციელდება სათაო ოფისში ყოველდღე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დღის პირველ ნახევარში 09.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე და გატანა ობიექტებზე მეორე დღეს. დღის მეორე ნახევარში მიღებული შეკვეთების დისტრიბუცია ხორციელდება ერთი დღის ინტერვალით.

დისტრიბუციასთან და საქონლის დროულ მოტანასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ როგორც ჩვენს ოფისს კომპანიის ცენტრალურ ტელ. ნომერზე: 790 192020 (მაგთი პიქსი), ისე უშუალოდ ლოგისტიკურ სამსახურს შემდეგ ნომერზე: 593 080808 ან მოგვწეროთ ელ. ფოსტის მეშვეობით: info@kdgroup.ge