+995 790 192020 +995 598 086178

ოფისი: აბუსერიძე-ტბელის ქ. 13, ქ. თბილისი.

შესვლა რეგისტრაცია

შესვლა

რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

იმეილი არასწორია

ფილოსოფია

K&D Group LLC Hygienic Products - ღირებულებები, რომლებიც არ იცვლება!

 

ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ძლიერი, საერთაშორისო დონეზე მოქმედი და აღიარებული კომპანია, ყველასგან განსხვავებული სერვისის სტანდარტებით.

K&D Group LLC-ს გააჩნია პრინციპები, რომლებზეც ჩვენი გუნდის ყოველი წარმომადგენელი ახდენს ფოკუსირებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის კორპორატიულ კულტურას.

საქმიანობის პროცესში მთავარი აქცენტი კეთდება ასორტიმენტის ხარისხსა და მომსახურების მაღალ დონეზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მხოლოდ პროდუქციის ხარისხსა და სერვისის მაღალ სტანდარტებს ენიჭება გადამწყვეტი როლი დღევანდელი დღის ჰიგიენის სფეროში არსებულ მოთხოვნილებებს შორის.

 

მომხმარებელი - ყოველთვის იმსახურებს საუკეთესო პროდუქციას და სერვისს!

 

K&D Group LLC იმედით იხედება მომავალში და თქვენი თანადგომით გეგმავს გაცილებით დიდი მწვერვალების დაპყრობას!

უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიული ჰიგიენის სეგმენტში არსებული ნორმებისა თუ მოთხოვნების სია ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, იგი კარნახობს ბაზარს თავის მკაცრ პირობებს. ადეკვატურად,  ჩვენი გუნდის ყველა კორპორატიული რგოლი ინოვაციური მეთოდებით ცდილობს სწორი გადაწყვეტილებების ფორმულირებას, რათა შესწევდეს უნარი სრულფასოვნად უპასუხოს მომხმარებელთა მოთხოვნილებებს, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ჰიგიენისა და დასუფთავების სექტორის ხვალინდელ დღეს.

K&D Group LLC ცხოვრობს ბავშური ენთუზიაზმით! მუდმივი ინოვაციების ძიების პროცესმა და მაღალი სერვისის ნორმებმა გვაქცია ჩვენ პროფესიონალური ჰიგიენის სფეროში მოქმედ სანდო პარტნიორად, რაზეც მეტყველებს 850-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი. თქვენ იგრძნობთ ამას როგორც - პროდუქციაში, ისე ჩვენს სავაჭრო წარმომადგენლებსა და თქვენს შორის მიმდინარე დისკუსიებში, კონსულტაციებში, მომსახურების სისწრაფეში, ფასების მოქნილობაში, გადახდის თქვენზე მორგებულ რეჟიმსა და საერთოდ ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ჩვენს სახელთან.

K&D Group LLC დგას ტრადიციებზე, რომლებსაც არ ღალატობს არასდროს! პიონერულმა სულისკვეთებამ და პასუხისმგებლობის მაღალმა გრძნობამ გვაქცია ქართული ბაზრის პროფესიონალური ჰიგიენის სფეროში მოქმედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აღიარებულ მოთამაშედ, რომელსაც ანგარიშს უწევენ კონკურენტი კომპანიები.

თუმცა, მთავარი მონაპოვარი მაინც, ჩვენი თვალსაზრისით არის ადამიანური რესურსი - პროფესიონალთა გუნდი, რომელთა მომზადებასაც კომპანიამ მოანდომა წლები. მადლიერება, ურთიერთპატივისცემა და გუნდური მუშაობის პრინციპი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ლოზუნგი და მთავარი პოსტულატი!