+995 790 192020 +995 598 086178

ოფისი: აბუსერიძე-ტბელის ქ. 13, ქ. თბილისი.

შესვლა რეგისტრაცია

შესვლა

რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

იმეილი არასწორია

ჩვენს შესახებ

სადისტრიბუციო კომპანია K&D Group LLC Hygienic Products დაარსებულ იქნა 2012 წელს ქ. თბილისში ჰიგიენური პროდუქციისა და პროფესიონალური საწმენდი საშუალებების სფეროში მოქმედი კომპანიების „Kros Trading“-ისა და „Dragon Cleaning“-ის შერწყმის შედეგად. K&D Group LLC-ის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. 1, ხოლო, ცენტრალური საწყობი ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე.


კომპანიის საქმიანობა მოიცავს საშუალო და პრემიუმ-კლასის ჰიგიენური პროდუქციის, დისპენსერების, პროფესიონალური საწმენდი საშუალებების, კონცენტრატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს უცხოეთიდან და Ho.Re.Ca.-ს სეგმენტის - სასტუმროების, კაფე-ბარების, რესტორნების, ოფისების, სავაჭრო ცენტრების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სწრაფი კვების ობიექტების, წარმოება-ქარხნების, საავადმყოფოების, ლაბორატორიების, სასწავლო დაწესებულებების, სამთავრობო უწყებებისა და ასევე მაღაზიების მომარაგებას აუცილებელი ნედლეულით: სანიტარულ-ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციით, მაღალი ხარისხის პლასტმასის, მეტალის, ასევე ქრომირებული ალუმინის, სენსორული დისპენსერებით და ინდუსტრიული საწმენდი საშუალებებით, კონცენტრატებით, საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებითა და სხვა სათანადო შემავსებელი პროდუქციით.

 

საქმიანობის 2 წლის თავზე ჩვენმა კომპანიამ ქართველი მომხმარებლის თვალში დაიმკვიდრა მყარი, საიმედო პარტნიორისა და მაღალი სერვისის გარანტორი ფირმის იმიჯი, რაზეც მეტყველებს ყოველდღიურად მზარდი მომხმარებელთა პორტფელი, რომელიც თავის მხრივ დღეისათვის მოიცავს 800-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს.

მისია

ჩვენი მიზანია, სამომხმარებლო ქსელის მომარაგება ხარისხიანი პროდუქციით. ფორსირებული და მოქნილი დისტრიბუციის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელმისაწვდომ ფასად. ასევე რეგიონის მეზობელი ქვეყნებში რე-ექსპორტის განხორციელება. 


K&D Group LLC-ის ბრენდებს შორის არიან მსოფლიოს წამყავნი საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი კომპანიები - San Jamar, Endeks Kimya, Ekokim, Forsa Hygienic Paper Products, Kocal Paper და სხვა, რომლებიც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილნი არიან შემდეგი ბრენდებით: San Jamar, Cortex, Bemol, Ballins, Deox, Stox, Celesta, May, Non-Stop, Compact, Fly, PushClean და მრავალი სხვა. 

რატომ K&D?

K&D Group LLC-ის თანამშრომელთა გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი პასუხისმგებლობისა და  კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტებით, პრისეილერებით, ვენსეილერებითა თუ დისტრიბუტორებით, ასევე ლოგისტიკური სამსახურის წარმომადგენლებით, რომლებიც 24 საათის მანძილზე არიან თქვენს სამსახურში.

K&D Group LLC-ში 24 საათის მანძილზე ფუნქციონირებს ე.წ. ცხელი ხაზი: 579009228, რომელზეც ნებისმიერ დროს შესაძლებელია დარეკვა და სათანადო კონსულტაციის გავლა თქვენი სახლისა თუ კომერციული ფართის ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე საჭირო შეკვეთის განხორციელება.

 

ჩვენი უპირატესობანი:

-          ყველაზე დაბალი ფასის გარანტია;

-          სრულყოფილი ასორტიმენტი;

-          პროდუქციის უფასო დისტრიბუცია;

-          არავითარი ლიმიტი ტრანსპორტირებაზე;

-          უფასო დისპენსერები;

-          დისპენსერების უფასო მონტაჟი;

-          კონსიგნაცია და თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი;

-          კვალიფიცირებული პერსონალი;

-          სერტიფიცირებული პროდუქცია (ISO Certificate, EU-Ecolabel);

-          მაქსიმალური ოპერატიულობა (მიწოდების ვადა 1 დღე);

-          თქვენი ობიექტის სრულფასოვანი 5 ვარსკვლავიანი ჰიგიენა;

-          გამოცდილი ექსპერტების გუნდი თქვენს სამსახურში;

 

K&D Group LLC - მუდამ თქვენს სამსახურში!